საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

image
logo
ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
შშმ პირთა ჯანმრთელობისა და სოციალური ინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია „მედფემში“
image

შშმ პირთა ჯანმრთელობისა და სოციალური ინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია „მედფემში“

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე, კლინიკა „მედფემში“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გამართულ აქციას დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უფასოდ ჩაუტარდათ ენდოკრინოლოგის, მამოლოგის, თერაპევტის და გინეკოლოგის კონსულტაცია, ასევე ლაბორატორიული კვლევები და ექოსკოპიური დიაგნოსტიკა.
„მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ჰქონდეთ ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა და ამავდროულად, შესაძლებლობა საზოგადოებას გააცნონ საკუთარი ნიჭი და შემოქმედება. მსგავსი სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები ქმნის თანასწორ და მზრუნველ გარემოს ჩვენი მოქალაქეებისთვის“- აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ, მარი ზანაქიძემ.
პარალელურად მოეწყო ბათუმსა და ქუთაისში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, რომელიც მათი შემოქმედებითი შესაძლებლობების წარმოჩენასა და მხარდაჭერას ისახავდა მიზნად.
ინიციატივა ემსახურებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობას, სოციალურ ინტეგრაციასა და მათი შემოქმედებითი პოტენციალის პოპულარიზაციას.