ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს ბათუმში
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და ბათუმის მერთან გიორგი ცინცაძესთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო და შინდისის გმირების სახელობის სკვერში მემორიალი ყვავილებით შეამკო.
დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს, ბათუმის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელმა პირებმა, ასევე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის სამმართველოს და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლებმა.
2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან გამართული ბრძოლა რუსეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდია, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალების 17 სამხედრო, მათ შორის ორი მებრძოლი აჭარიდან შეეწირა.