საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

image
logo
ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
საერთაშორისო ქირურგიული კონფერენცია GIELRSA III
image

საერთაშორისო ქირურგიული კონფერენცია GIELRSA III

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე და მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე საქართველოს ინტერვენციული, ენდოსკოპიური, ლაპაროსკოპიული და რობოტული ქირურგიის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციას – GIELRSA III-ს დაესწრნენ.

მინისტრი კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიესალმა, ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა აჭარაში მნიშვნელოვანი კონფერენციის ორგანიზებისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმები ხელს უწყობს პროფესიული ცოდნის გაზიარებას, თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკის დანერგვასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას, რაც საბოლოოდ პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე აისახება.

საერთაშორისო კონფერენცია აერთიანებდა საქართველოსა და უცხოეთის წამყვან სპეციალისტებს - ქირურგიის, ლაპაროსკოპიული და რობოტული ქირურგიის, ონკოლოგიის, ტრანსპლანტოლოგიის, ენდოსკოპიის, ინტენსიური თერაპიის, რადიოლოგიის, ინტერვენციული რადიოლოგიისა და თანამედროვე მედიცინის სხვა მიმართულებებიდან