საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

image
logo
ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
ნინო ნიჟარაძე უმაღლესი საბჭოს კომიტეტში ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების ანგარიშით წარდგა
image

ნინო ნიჟარაძე უმაღლესი საბჭოს კომიტეტში ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების ანგარიშით წარდგა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში, ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების ანგარიშით წარდგა. სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე, ილია ვერძაძე უძღვებოდა.

მინისტრის განცხადებით, პროგრამების ნაწილი მოსახლეობის მაღალი მომართვიანობის გამო 100 %-ით შესრულდა. ბიუჯეტის მოქნილობის ხარჯზე, ბენეფიციართა სრული სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფა გრძელდება. ხორცილედება ისეთი სერვისები, როგორიცაა - სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო დახმარების, პირველადი ჯანდაცვის ხელშეწყობის, სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის, მოსახლეობის გარკვეული სოციალური კატეგორიების ერთჯერადი მატერიალური დახმარების, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა და ხანდაზმულთა უზრუნველყოფა დამხმარე საშუალებებით, მოსახლეობის გარკვეული კატეგორიების თავშესაფრით უზრუნველყოფის და ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამები.

სოციალური მიმართულებით, სამინისტროს ბიუჯეტით 28 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ეკომიგრანტებისა და სტიქიით დაზარალებულთათვის გათვალისწინებული პროგრამების ფარგლებში, უსაფრთხო საცხოვრისით დაკმაყოფილებულია 91 ოჯახი, ხოლო აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან - 618 ოჯახი.

ნინო ნიჟარაძემ ასევე ისაუბრა საქვეუწყებო დაწესებულებების - სსიპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და სსიპ დასაქმების სააგენტოს პროგრამებსა და საბიუჯეტო პარამეტრების შესრულებაზე.

როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, არჩილ სირაბიძემ აღნიშნა, რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებით, ტრადიციულად გამოირჩევა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.