საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

image
logo
ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
კონფერენცია დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხებზე
image

კონფერენცია დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხებზე

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მარი ზანაქიძემ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხებზე გამართული კონფერენცია გახსნა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს -JICA-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სფეროში უწყვეტი და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, აჭარაში წარმატებით დაინერგა საპილოტე პროექტი, რომლის განხორციელებაში აქტიურად იყო ჩართული აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან ერთად.

პროექტის ფარგლებში გამოიცა სპეციალური წიგნი, რომელიც ითვალისწინებს დედის ჯანმრთელობისა და ბავშვის განვითარების მონიტორინგს მუცლადყოფნის პერიოდიდან 5 წლის ასაკამდე. წიგნის დანერგვის შედეგებზე ისაუბრა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსმა ვერა ბაზიარმა, ხოლო საერთაშორისო გამოცდილება გააზიარა JICA-ს წარმომადგენელმა კეიკო ოსაკიმ.

კონფერენციას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ლელა სურმანიძე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები. ღონისძიება აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.