საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

image
logo
ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
აჭარის მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობის და მემთეურების ავადობის უფასო კველვა დაიწყო
image

აჭარის მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობის და მემთეურების ავადობის უფასო კველვა დაიწყო

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამის ფარგლებში მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობის და მემთეურების ავადობის უფასო კვლევა დაიწყო. პროგრამის მიზანია დაავადებების პრევენცია და დროული გამოვლენა. 

სამედიცინო გუნდის პირველი ვიზიტი ქედის მუნიციპალიტეტში განხორციელდა. კონსულტაცია და პროფილაქტიკური კვლევები სოფელ პირველი მაისის და  მახუნცეთის მოსახლეობას ჩაუტარდა. 

სამედიცინო ჯგუფი დაკომპლექტებულია ოჯახის ექიმით, ნევროპათოლოგით, კარდიოლოგით, ენდოკრინოლოგით, ოფთალმოლოგით და რადიოლოგით. კონსულტაციისა და დიაგნოსტიკური კვლევების შემდეგ ექიმის მიერ გაიცემა რეკომენდაცია, საჭიროების შემთხვევაში მიზნობრივი მედიკამენტები. პროგრამა ჯამში მოიცავს 18 ვიზიტს.

პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მოსახლეობისთვის, რომლებიც რთულ გეოგრაფიულ პირობებში ცხოვრობენ ან დროებით იმყოფებიან იალაღებზე.