საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

image
logo
ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა
image

14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა

14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, ქედაში, ირმა ხვიჩიას სარეაბილიტაციო ცენტრში სამინისტროს პროგრამების მიმდინარეობას გაეცნო და პროგრამებში ჩართული ბავშვების მშობლებთან შეხვედრა გამართა. მოისმინა სერვისების შესახებ მათი მოსაზრებები და საჭიროებები.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე, ზურაბ თენიეშვილი, ქედის მუნიციპალიტეტის მერი, მამუკა თურმანიძე და ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან ცინცაძე.

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამების პრიორიტეტული მოსარგებლეები არიან. სამედიცინო სერვისების გარდა, სამინისტრო აფინანსებს სხვადასხვა სახის რეაბილიტაციის კურსს, გასცემს 28 სახეობის დამხმარე საშუალებას, მხარდაჭერას უცხადებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მშობლებს და ორსულებს. პროგრამებით ყოველწლიურად 5 500-ზე მეტი ბავშვი და ზრდასრული სარგებლობს, გამოყოფილა 13 მილიონ 500 000 ლარზე მეტი.

სამინისტრო სპეციალური საჭიროების მქონე მოქალაქეების მხარდასაჭერად ყოველწლიურად ნერგავს ახალ პროგრამებს, ან აფართოებს არსებულს. მიმდინარე წელს ამოქმედდა „რთული ქცევის მოზარდთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერის“ ახალი პროგრამა, გაიზარდა „აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის" კურსების დაფინანსება და სეანსების რაოდენობა.

ვიდეო