საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

image
logo
ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
1 ოქტომბერი - ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა
image

1 ოქტომბერი - ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა

1 ოქტომბერი - ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა

თარიღთან დაკავშირებით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ წმინდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეში მცხოვრები ხანდაზმულები მოინახულა და სამედიცინო გამოკვლევების მიმდინარეობას გაეცნო.

აქციას ორგანიზებას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო უწევდა და ხანდაზმულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას, საჭირო სამედიცინო კონსულტაციებს და საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი სამედიცინო მომსახურების გაწევას ისახავდა მიზნად. ბენეფიციარებს შესაძლებლობა ჰქონდათ ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ექიმების: ნევროლოგის,გასტროენტეროლოგის, ორთოპედ-ტრავმატოლოგის, დერმატოლოგის, რადიოლოგის და ოფთალმოლოგის მომსახურებით ადგილზე ესარგებლათ.

მინისტრთან ერთად სავანეში იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილეები და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე, სოფიო ბაკურიძე.

აჭარის რეგიონში, სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, ხანდაზმულთა საჭიროებებზე მორგებული არაერთი მიზნობრივი პროგრამა ხორციელდება. მათი მთავარი მიზანია ხანდაზმულებისთვის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ყოველდღიური ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და საჭიროებების შესაბამისად მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

ამ მიმართულებით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 6 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. პროგრამები მოიცავს: 100 წელს გადაცილებული მოქალაქეების ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 5 000 ლარის ოდენობით; ხანდაზმულთა გადაადგილებისა და სხვა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფას; სმენადაქვეითებული მოქალაქეების სმენის აპარატებით უზრუნველყოფას; ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფას; ოსტეოპოროზის სკრინინგს და სხვა საჭირო სერვისებს.

გარდა მიზნობრივი პროგრამებისა, ხანდაზმულები სამინისტროს არაერთი პროგრამის პრიორიტული მოსარგებლეები არიან