საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

image
logo
ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
image

ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის საკონსულტაციო საბჭოს სხდომას დაესწრო.

სხდომაზე ტუბერკულოზის სფეროს პოლიტიკის პრიორიტეტები და გლობალურად ტუბერკულოზის ვაქცინაციისთვის მზადყოფნის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს საქართველოში ტუბერკულოზის დასრულების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები.

განხილვის ერთ-ერთ თემას ტყვიის შემცველობის პრევენცია და ტყვიაზე მდგრადი ზედამხედველობის სისტემის დანერგვა წარმოადგენდა. ყურადღება გამახვილდა მიმდინარე პროცესზე, არსებულ გამოწვევებსა და სისტემის განვითარების პერსპექტივებზე.

სხდომაში პარლამენტის წევრები, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები მონაწილეობდნენ.