ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის ფორუმი - 2025
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ჯანდაცვის ფორუმი გაიმართა.
მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ ფორუმის მონაწილეებს სამინისტროს მიმდინარე პროგრამები და სიახლეები გააცნო. 2026 წლიდან, გაფართოვდება ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და დასაქმების პროგრამები. აღნიშნული მიმართულებით გაიზრდება დაფინანსება.
ფორუმს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დაესწრო და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა.
მთავრობის თავმჯდომარემ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა თავდაუზოგავი შრომისთვის, სისტემის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და თითოეული გადარჩენილი სიცოცხლისთვის.
,,ჯანდაცვის ფორუმს" აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საქართველოს პარლამენტის წევრები აჭარის მთავრობის წარმომადგენლები და სამედიცინო საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ.