საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

image
logo
ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
შეხვედრა ფრაიბურგის საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებთან
image

შეხვედრა ფრაიბურგის საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებთან

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე პირველ მოადგილესთან, მარი ზანაქიძესთან და ქ სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან ერთად, გერმანიის, ქ. ფრაიბურგის საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრის ზოგადი და ვისცერალური ქირურგიის დეპარტამენტის კლინიკურ დირექტორს, პროფესორ შტეფან ფიხტნერ-ფაიგლს და პანკრეასისა და სარკომის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მედიცინის დოქტორს, სოფია ჩიხლაძეს შეხვდა.

შეხვედრის მიზანს აჭარის სამედიცინო დაწესებულებების ფრაიბურგის საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა და დაგეგმვა წარმოადგენდა.

გადაწყდა, რომ ბათუმიდან ფრაიბურგში კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაემგზავრებიან ქირურგები და ონკოლოგები. აღნიშნული ხელს შეუწყობს გერმანული გამოცდილების ქართულ რეალობაში დანერგვას.