საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

image
logo
ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
ღვაწლმოსილ მედდას მადლობის სიგელი გადაეცა
image

ღვაწლმოსილ მედდას მადლობის სიგელი გადაეცა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ, მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისა და 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ციხისძირის ამბულატორიის მედდა, ნარგიზ იაკობაძე-საგინაძე მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

„ქალბატონ ნარგიზს სამინისტროს სახელით ვულოცავ საიუბილეო თარიღს და ვუსურვებ ჯანმრთელობას და მხნეობას. მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რეგიონის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვაში, რომელსაც 63 წლის განმავლობაში ღირსეულად ემსახურა,“ – აღნიშნა მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.

ღვაწლმოსილ მედდას იუბილე ასევე მიულოცა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, მინდია რომანაძემ.

ნარგიზ იაკობაძე-საგინაძე პროფესიულ საქმიანობას რეგიონის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში ეწეოდა. გავლილი აქვს არაერთი პროფესიული გადამზადების და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი