საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

image
logo
image

ღვაწლმოსილი ექიმის დაჯილდოება

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისთვის, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რაბიოლოგი, რუსუდან ბიბილეიშვილი დააჯილდოვა.
 
"ქალბატონი რუსუდანი დღეს იუბილარია. სამინისტროს სახელით ვულოცავ დაბადების დღეს, ვუსურვებ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. მას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. დიდი წვლილი მიუძღვის აჭარაში ინფექციური დაავადებების კონტროლისა და პრევენციის პროცესში. მისი მონაწილეობით განხორციელდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები ცოფის წინააღმდეგ ბრძოლაში. ის ყოველთვის იყო და არის პროფესიული სტანდარტების დამცველი"- აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.
 
რუსუდან ბიბილეიშვილი აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში უწყების დაარსების დღიდან მუშაობს. მინისტრთან ერთად, იუბილე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებმა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა მიულოცეს. შეხვედრაზე პატივისცემა გამოხატეს მისი პროფესიონალიზმის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში შეტანილი წვლილისთვის.