საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

image
logo
ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
ქობულეთში დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტროს ახალი მომსახურების ცენტრი გაიხსნა.
image

ქობულეთში დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტროს ახალი მომსახურების ცენტრი გაიხსნა.

ქობულეთში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ახალი მომსახურების ცენტრი გაიხსნა.
გახსნის ცერემონიას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები, ოფიაციალურ პირებთან ერთად დაესწრნენ.
სერვისცენტრი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, ადგილზე, უმოკლეს ვადაში, „ერთი ფანჯრის პრინციპის“ ფარგლებში, შეუფერხებლად და მაღალკვალიფიციურად მიიღონ სამინისტროს სისტემაში არსებული პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურებები.
ცვლილება მიზნად ისახავს მოქალაქეებისთვის მომსახურების ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და მათთვის უფრო კომფორტული გარემოს შექმნას.