აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო



უფასო სამედიცინო აქცია
ბათუმის რესპუბლიკურ-კლინიკურ საავადმყოფოში, უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა გარკვეული სოციალური კატეგორიის მოქალაქეებისათვის, მათ შორის იძულებით გადაადგილებული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის.
პაციენტებს მომსახურება გაუწია თბილისის წამყვანი სამედიცინო დაწესებულებების სხვადასხვა პროფილის 21-მა ექიმმა. კონსულტაციასთან ერთად, პაციენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ესარგებლათ დიაგნოსტიკური და ინსტრუმენტული კვლევებით.
აქციის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე.
მორიგი სამედიცინო აქცია ორგანიზაცია ,,ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალის“ ორგანიზებით ჩატარდა.