საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

image
logo
ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
სოფლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს ჟანგბადის კონცენტრატორები გადაეცა
image

სოფლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს ჟანგბადის კონცენტრატორები გადაეცა

აჭარაში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების და ოჯახის/სოფლის ექიმების მხარდაჭერის მიზნით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ჟანგბადის კონცენტრატორებით უზრუნველყოფის პროგრამას ახორციელებს.

სამინისტრომ პროგრამის ფარგლებში, მორიგი ტექნიკური აღჭურვილობა ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის და ქობულეთის სოფლის ექიმებს გადასცა. პროცესს ხულოს მუნიციპალიტეტში მინისტრი, ნინო ნიჟარაძე დაესწრო.

სამინისტრო მოსახლეობის ჟანგბადის კონცენტრატორებით უზრუნველყოფის პროგრამას რამდენიმე წელია ახორციელებს. გასულ წელს, მეტი ეფექტურობის მიზნით, პროგრამაში განხორციელდა რიგი ცვლილებები - დაიწყო კონცენტრატორებით პირველადი ჯანდაცვის ცენტრების და სოფლის ექიმების მომარაგება, რათა მიზნობრივად გადანაწილდეს ყველა იმ პაციენტზე, ვისაც სახლის პირობებში სასიცოცხლოდ ესაჭიროება ოქსიგენოთერაპია.

პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება. გაიზრდება პროგრამის ბიუჯეტი და შესაბამისად, შესაძენი კონცენტრატორების რაოდენობა.