აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრაზე სამედიცინო სერვისებისა და აკრედიტაციის მიმართულებები განიხილეს
საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრაზე სამედიცინო სერვისებისა და აკრედიტაციის მიმართულებები განიხილეს
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე და მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრას დაესწრნენ.
საკონსულტაციო საბჭო აერთიანებს აჭარის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს, სხვადასხვა დარგისა და მიმართულებების მაღალკვალიფიციურ, კომპეტენტურ პროფესიონალებს, სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე სპეციალისტებს.
სხდომაზე საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა სამედიცინო დაწესებულებებისთვის საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაციის საკითხები განიხილეს.
ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორმა ისაუბრა კლინიკაში არსებულ სამედიცინო სერვისებზე, დანერგილ სიახლეებზე, განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ ცვლილებებსა და სამომავლო გეგმებზე.