აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო



მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს 102 წელი შეუსრულდა
ღვაწლმოსილ ქალბატონს დაბადების დღე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ და რეგიონული მართვის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსმა - შოთა ყიფიანმა მიულოცეს.
ქეთევან ლორიამ მეორე მსოფლიო ომში სამი წელი და ხუთი თვე დაჰყო. მას პედაგოგიური საქმიანობის 56 წლიანი გამოცდილება აქვს.
ვეტერან ქალბატონს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.