საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

image
logo
ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
„ვარდისფერი ოქტომბერი“ — შეხვედრა სტუდენტებთან
image

„ვარდისფერი ოქტომბერი“ — შეხვედრა სტუდენტებთან

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებმა, ლელა სურმანიძემ და კობა ნაკაიძემ, „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.

შეხვედრის მიზანი იყო მომავალი ექიმების ინფორმირება ძუძუს კიბოს პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის მნიშვნელობის შესახებ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ბათუმის საკრებულოს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს და ორგანიზაცია „ევროპა დონას“ წარმომადგენლები.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების როლზე საზოგადოებაში ჯანმრთელობის შესახებ სანდო ინფორმაციის გავრცელებისა და ცნობიერების ამაღლების პროცესში. აღინიშნა, რომ ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დაავადების ადრეულ გამოვლენას, დროულ დიაგნოსტიკასა და სკრინინგის პროგრამებში მონაწილეობას.