აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო


ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
ექთნების და მეანი ექთნების საერთაშორისო კვირეული

ექთნების და მეანი ექთნების საერთაშორისო კვირეული
ექთნების და მეანი ექთნების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში საზეიმო ღონისძიება „ერთად მომავლის პროფესიონალებისთვის“ გაიმართა. შეხვედრას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და მინისტრის მოადგილე, მარი ზანაქიძე ესწრებოდნენ.
"აჭარის სამედიცინო სისტემაში 2 300-მეტი მედდაა დასაქმებული. მინდა ჩემი პატივისცემა გამოვხატო თითოეული მათგანის მიმართ. მადლობას მოგახსენებთ ყოველდღიური შრომისთვის, ზრუნვისთვის. თქვენ ჯანმრთელობის დაცვის სისტემის საყრდენი რგოლი ხართ. პირველები ხვდებით პაციენტებს და ხშირად თქვენივე ძალისხმევა განსაზღვრავს მათი მკურნალობის შედეგს. გისურვებთ ჯანმრთელობას და პროფესიულ წარმატებებს" - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.
შეხვედრაზე, საქართველოს ექთანთა გაერთიანებასა და სამედიცინო დაწესებულებებს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის დოკუმენტს. შეთანხმება ექთნების რეგიონული განვითარების სტრატეგიის ფარგლებში შედგა და მათი კარიერული განვითარების მხარდაჭერას ითვალისწინებს.