აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
ექთნებისა და მეანი ექთნების საერთაშორისო კვირეული
ექთნებისა და მეანი ექთნების საერთაშორისო კვირეული
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე „ექთნებისა და მეანი ექთნების საერთაშორისო კვირეულის“ ფარგლებში გამართულ რეგიონულ კონფერენციას დაესწრო და ღვაწლმოსილი ექთანების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
„მადლობა თითოეულ ექთანს პასუხისმგებლობისა და პროფესიონალიზმისთვის. განსაკუთრებული მადლობა ღვაწლმოსილ ექთნებს, რომლებმაც ათწლეულების განმავლობაში ღირსეულად ატარეს პროფესიის სიყვარული. მათი მრავალწლიანი, უწყვეტი ზრუნვა ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენია,“- აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.
ექთნებს პროფესიული დღე მიულოცეს და დაჯილდოების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ილია ვერძაძემ, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, ირაკლი ნატროშვილმა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა და დაჯილდოების ცერემონიალს შეუერთდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე, სოფიო ბაკურიძე.
კონფერენციის ფარგლებში მადლობის სიგელი და უწყვეტი პროფესიული განათლების 30 კრედიტის დაფინანსების ულიმიტო პაკეტი გადაეცა რეგიონის 32 ღვაწლმოსილ ექთანს.
კონფერენცია თემაზე - ,,პროფესიული აღიარებისა და განვითარების ეროვნული პლატფორმა“ ეფუძნებოდა საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციების რეკომენდაციებს და მიზნად ისახავდა რეგიონულ და ეროვნულ დონეზე საექთნო და სამეანო პროფესიის განვითარების მხარდაჭერას და ადამიანური რესურსების გაძლიერებას.
ღონისძიებას ორგანიზებას უწევდა „ექთანთა გაერთიანება“, ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი - „ავიცენა“ და ბათუმის სამედიცინო აკადემია.