საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

image
logo
image

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აჭარაში მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, მოადგილეებთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად აჭარის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებასა და აჭარის უმაღლეს საბჭოში ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო.

მინისტრმა ბავშვებს დღევანდელი დღე მიულოცა და თითოეულ მათგანს ჯანმრთელობა, სიხარული და ბედნიერი მომავალი უსურვა.

აჭარის უმაღლეს საბჭოში გაიმართა შეხვედრა ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვებთან და მათ მშობლებთან, საჭიროებებისა და მხარდაჭერის საკითხების განხილვის მიზნით, ხოლო ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში ბავშვებისთვის მოეწყო სპეციალური გასართობი პროგრამა. ასევე, სარეაბილიტაციო ცენტრ „თანაში“ ბავშვების მონაწილეობით მოეწყო საზეიმო კონცერტი. აგრეთვე, ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალ BAU-სა და კლინიკა „მედფემში“, სადაც პატარებს სხვადასხვა გასართობი და საზეიმო პროგრამით უმასპინძლეს.

განათლების სამინისტროს ორგანიზებით, საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა ინკლუზიური განათლების ცენტრის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

დღის განმავლობაში გამართული ღონისძიებების მთავარი მიზანი იყო ბავშვებისთვის სადღესასწაულო განწყობის შექმნა და მათი მხარდაჭერის მნიშვნელობის ხაზგასმა.