საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

image
logo
ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2026-2029 წწ საშუალოვადიანი პრიორიტეტების განხილვ
image

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2026-2029 წწ საშუალოვადიანი პრიორიტეტების განხილვ

გეგმის თანახმად, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2026 წლის ნაერთი ბიუჯეტი 11,8%-ით გაიზრდება და 90 500 000 ლარი იქნება. სამინისტროს საშუალოვადიანი პრიორიტეტები სამედიცინო დაწესებულებების და სარეაბილიტაციო ცენტრების წარმომადგენლებს წარედგინათ.

2026 წელს გაგრძელდება მიმდინარე წელს არსებული პროგრამები, დაგეგმილია მათში რიგი ცვლილებების განხორცილდება, გაიზრდება ბენეფიციართა რაოდენობა, სამინისტროს მხრიდან დაფინანსების წილი, ამოქმედდება ახალი პროგრამები. მომავალ წელს სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად 39 პროგრამას განახორციელებს.

შეხვედრას მინისტრი ნინო ნიჟარაძე უძღვებოდა. პრიორიტეტების დოკუმენტი მინისტრის პირველმა მოადგილემ, მარი ზანაქიძემ და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა წარადგინეს.

ბიუჯეტის კანონის თანახმად სამინისტროს საშუალოვადიანი პრიორიტეტების მორიგი განხილვა აგვისტოს თვეში გაიმართება.