საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

image
logo
ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულება წარადგინა
image

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულება წარადგინა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, უმაღლეს საბჭოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან - ედნარ ნატარიძესთან ერთად, 2026 წლის სამინისტროს ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების შესახებ მოხსენებით წარდგა.
სხდომაზე მინისტრმა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებსა და ღონისძიებებზე ისაუბრა.
,,სამინისტროს, მის სისტემაში შემავალ ორგანიზაციებსა და პროგრამულ ღონისძიებებზე 2026 წლის პირველ კვარტალში რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი დაზუსტებული ასიგნებები 29 325,9 ათასი ლარით იყო განსაზღვრული და ბიუჯეტი 93,5 %-ითაა შესრულებული. ამასთან, მოქალაქეთა მომართვიანობის ზრდასთან ერთად, იზრდება პროგრამების რაოდენობა, მათი დაფინანსება, ინერგება სიახლეები. სამინისტრო 40-მდე პროგრამას ახორციელებს, რომელთა მიზანი რეგიონის მოსახლეობის მაქსიმალური მხარდაჭერა და სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა" - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.
სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე - ილია ვერძაძე უძღვებოდა. ​მოხსენებების დასრულების შემდეგ, კანონმდებლებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები და წარმოდგენილი ანგარიშები ცნობად მიიღეს