აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის „სამოქალაქო ჩართულობის ჰაბის“ მონაწილეებს უმასპინძლა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის „სამოქალაქო ჩართულობის ჰაბის“ მონაწილეებს უმასპინძლა
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის „სამოქალაქო ჩართულობის ჰაბის“ მონაწილეებს უმასპინძლეს.
ახალგაზრდებს მინისტრი ნინო ნიჟარაძე შეხვდა, გააცნო სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, გაუზიარა პროფესიული გამოცდილება და ესაუბრა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, მიმდინარე პროგრამებსა და სერვისებზე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები, მარი ზანაქიძე და ლელა სურმანიძე.
შეხვედრა პროექტ „აქტიური ახალგაზრდა“-ს ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ინფორმირებას საჯარო სექტორის მუშაობის შესახებ და გაზარდოს მათი მოტივაცია, აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივ პროცესებში.