საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

image
logo
ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
აჭარის მთავრობა ხანძრით და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
image

აჭარის მთავრობა ხანძრით და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

აჭარის მთავრობა ხანძრით და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

აჭარის ადმინისტრაციულ საზღვრებში სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის რეკომენდაციით, რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიით და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა რეაბილიტაციისთვის 3 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა.

დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილეს, რომელსაც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე ხელმძღვანელობდა. ფინანსურ დახმარებას ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის, ხულოსა და ბათუმის მუნიციპალიტეტებში დაზარალებული ოჯახები მიიღებენ.

2025 წელს, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სტიქიით დაზარალებული 704 ოჯახის მხარდასაჭერად 8 მილიონამდე ლარი გამოიყო.

ვიდეო