საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

image
logo
ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
აჭარის დასაქმების სააგენტოს პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება
image

აჭარის დასაქმების სააგენტოს პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება

აჭარის დასაქმების სააგენტოს არაფორმალური განათლების აღიარების პროგრამის შედეგების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ილია ვერძაძე ესწრებოდა.

ღონისძიების ფარგლებში პროგრამის მოსარგებლეებს გადაეცათ სერტიფიკატები და დიპლომები, რომლებიც ადასტურებს მათ მიერ არაფორმალურად შეძენილი ცოდნისა და უნარების ოფიციალურ აღიარებას.

პროგრამა ხელს უწყობს უწყვეტი განათლების პრინციპის განმტკიცებას, პროფესიულ განვითარებას, კვალიფიკაციის მოპოვებასა და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ზრდას, რაც თავის მხრივ განაპირობებს დასაქმებისა და თვითდასაქმების შესაძლებლობების გაფართოებასა და კარიერული წინსვლის ხელშეწყობას.

აჭარის დასაქმების სააგენტო პროგრამას კოლეჯ „ბლექსის“ პარტნიორობით 2022 წლიდან წარმატებით ახორციელებს. გასულ წელს 20 მოსარგებლიდან 3 პირს მიენიჭა სრული პროფესიული კვალიფიკაცია, ხოლო 17-ს დაუდასტურდა შესაბამისი კომპეტენციები. ჯამში, მხარდაჭერა გაეწია 40 ბენეფიციარს.

2025 წელს კი, პროგრამაში 20 პირის ჩართვაა დაგეგმილი.