საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

image
logo
ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
აჭარაში 100 წელს გადაცილებული მოქალაქეების მხარდაჭერის პროგრამა გრძელდება
image

აჭარაში 100 წელს გადაცილებული მოქალაქეების მხარდაჭერის პროგრამა გრძელდება

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მარი ზანაქიძემ, ქალაქ ბათუმში მცხოვრებ ქეთევან ლორიას 103 წლის იუბილე მიულოცა და სამინისტროს პროგრამის - 100 წელს გადაცილებული მოქალაქეების ერთჯერადი დახმარების ფარგლებში 5 000 ლარი გადასცა.
უხუცეს ქალბატონს იუბილე მიულოცეს ასევე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თათია გორგილაძემ და ვეტერანთა სამსახურის აჭარის სამმართველოს უფროსმა, შოთა ყიფიანმა.
ამჟამად, აჭარაში 100 წელს გადაცილებული 25 მოქალაქე ცხოვრობს. მათ შორის ყველაზე უხუცესი 111 წლის ნაქიფე დავითაძეა.