საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Government of Autonomous Republic of Ajara

Ministry of Health and Social Protection

image
logo

en_სამინისტროს შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტრო წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებას და შედის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა სისტემაში. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას და ანგარიშვალდებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წინაშე.
 
სამინისტრო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, დასაქმების,  დევნილთა და განსახლების სფეროში ერთიანი სამთავრობო პოლიტიკის გამტარებელი ორგანო.
 
ხედვა
აჭარა-ჯანმრთელი და სოციალურად დაცული ოჯახებით.
 
მისია
მოსახლეობის სოციალურად დაუცველი კატეგორიებისათვის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურებისადმი გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გახრდა; მომსახურების ეფექტიანობის ამაღლება; დასაქმების ხელშეწყობა