საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Government of Autonomous Republic of Ajara

Ministry of Health and Social Protection

image
logo

en_გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურება - 2024 წელი

Ministry of Health and Social Protection
en_გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურება - 2024 წელი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ 

გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების ქვეპროგრამის შესრულებაში მონაწილეობის მსურველ პირთათვის

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო      (ქ. ბათუმი, აკად. მ. კომახიძის ქ. №119) აცნობებს ყველა დაინტერესებულ პირს:

1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებულია ქვეპროგრამა  “გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურება”.

2. გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების ქვეპროგრამის მიზანია    მოსახლეობის  დამატებით კარდიოქირურგიულ მომსახურეობაზე (სამედიცინო მომსახურება, რომელიც არ ფინანსირდება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული სამედიცინო პროგრამებით) ფინანსური ხელმისაწვდომობა, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული კარდიოქირურგიული ოპერაციების თანაგადახდა  სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში და გეგმიური გულის ან /და კორონალური არტერიების ანგიოგრაფიის დაფინანსება. ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების  მიწოდება ხორციელდება სამედიცინო ვაუჩერის საშუალებით.

3. მომსახურების გაწევის ვადაა 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.

4. ქვეპროგრამით    გათვალისწინებული   მომსახურების  სარგებლობის უფლება ენიჭებათ 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობითა და  ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე უწყვეტად  რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს და არ სარგებლობენ სახელმწიფოს ბიუჯეტით დაფინანსებული გულის ქირურგიის სამედიცინო მომსახურებით.

 5. გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების ქვეპროგრამის განხორციელებაში მონაწილეობის მსურველმა პირებმა გთხოვთ, მოგვმართოთ მისამართზე:      ქ. ბათუმი, აკად. მ. კომახიძის ქ. №119,  მეორე სართული, ოთახი №9.

6. დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

ა) წერილობითი განაცხადი გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების ქვეპროგრამის მონაწილეობის მიღების სურვილის თაობაზე;

ბ) მონაწილეობის მსურველი პირის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონის ნომერი, ფაქსი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები);

გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული სამედიცინო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების და შესრულების წესის შესახებ სრული ინფორმაცია განთავსებულია სამინისტროს ვებ-გვერდზე www.molhs.gov.ge.

დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ მისამართზე: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ქ. ბათუმი, აკად. მ. კომახიძის ქ. №119, მეორე სართული, ოთახი №9. ტელეფონი: 0422 24-79-62.