საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

image
logo

ძვალ-სახსროვანი სისტემის დეფორმაციის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია 2024 წელი

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
ძვალ-სახსროვანი სისტემის დეფორმაციის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია 2024 წელი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

  ძვალ-სახსროვანი სისტემის დეფორმაციის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია ქვეპროგრამის შესრულებაში მონაწილეობის მსურველ პირთათვის

 

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (ქ. ბათუმი, აკად. მ. კომახიძის ქ. №119) აცნობებს ყველა დაინტერესებულ პირს:

1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებულია ქვეპროგრამა „ძვალ-სახსროვანი სისტემის დეფორმაციის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“.

2. ძვალ-სახსროვანი სისტემის დეფორმაციის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია ქვეპროგრამის მიზანია  ქვეპროგრამით განსაზღვრული დიაგნოზის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისათვის რეაბილიტაციის კურსების მიწოდება. ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების  მიწოდება ხორციელდება სოციალური ვაუჩერის საშუალებით. ქვეპროგრამის მოსარგებლეს აქვს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მომსახურების მიმწოდებლებს შორის.

3. მომსახურების გაწევის ვადაა 2024 წლის 1 იანვრიდან 2024  წლის 15 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.

4. ქვეპროგრამის ბენეფიციარებს მიეკუთვნება ძვალ-სახსროვანი სისტემის სხვადასხვა დეფორმაციის მქონე 18 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები: 1. შშმ სტატუსი მქონე ბავშვები; 2.  ბავშვები,   რომელთა ოჯახები  დარეგისტრირებულნი   არიან  სოციალურად  დაუცველი  ოჯახების  ერთიან  მონაცემთა ბაზაში 0-დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით; 3. მარჩენალდაკარგული სტატუსის მქონე ბავშვები; 4. მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილები; 5. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შვილები; 6. შშმ სტატუსის მქონე პირის შვილები; 7. რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვები; 8. მინდობით აღზრდაში ან სააღმზრდელო დაწესებულებაში მყოფი ბავშვები, თუკი ამ დაწესებულების მიერ არ ხდება ამ პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება; 9. თუ ოჯახში ერთზე მეტ ბავშვს ესაჭიროება დახმარება ქვეპროგრამის ფარგლებში; 10. მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვები (ოთხი და/ან მეტი არასრულწლოვანი ბავშვი).

5. ქვეპროგრამით  გათვალისწინებული  მომსახურებით ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 2024 წლის 1 იანვრის  მდგომარეობით  და ვაუჩერის  გაცემის  პერიოდისათვის  უწყვეტად  არიან რეგისტრირებულნი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, გარდა ქ.ბათუმში რეგისტრირებული 1 წლამდე ასაკის ბავშვებისა, რომლებიც ჩართული არიან ქ.ბათუმის მერიის "ბავშვთა მენჯ-ბარძაყისა სახსრის დისპლაზიისა და თანდაყოლილი ამოვარდნილობის მკურნალობა" ქვეპროგრამაში. ამასთანავე, 2024 წლის 1 იანვრის  მდგომარეობით  და ვაუჩერის  გაცემის  პერიოდისათვის ერთი-ერთი მშობელი მაინც უწყვეტადაა  რეგისტრირებული    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე (წყვეტილობის არსებობის შემთხვევაში, პირი არ უნდა იყოს რეგისტრირებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ტერიტორიის გარეთ).

6. „ძვალ-სახსროვანი სისტემის სხვადასხვა დეფორმაციის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“ ქვეპროგრამის შესრულებაში მონაწილეობის მსურველმა სამედიცინო დაწესებულებებმა გთხოვთ, მოგვმართოთ მისამართზე: ქ. ბათუმი, აკად. მ. კომახიძის ქ. №119,  მეორე სართული, ოთახი №9.

6. დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

ა) წერილობითი განაცხადი „ძვალ-სახსროვანი სისტემის სხვადასხვა დეფორმაციის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“ ქვეპროგრამის შესრულებაში მონაწილეობის მიღების სურვილის თაობაზე;

ბ) მონაწილეობის მსურველი პირის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონის ნომერი, ფაქსი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები);

გ) ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების ტარიფები;

დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული  სამედიცინო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი - ინფორმაცია პერსონალის კვალიფიკაციის და სერთიფიცირების თაობაზე

„ძვალ-სახსროვანი სისტემის სხვადასხვა დეფორმაციის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“ ქვეპროგრამით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო  ღონისძიებების, ფასებისა და შესრულების წესის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია სამინისტროს ვებ-გვერდზე www.molhs.gov.ge

დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ მისამართზე: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ქ. ბათუმი, აკად. მ. კომახიძის ქ. №119, მეორე სართული, ოთახი №29. ტელეფონი: (0422) 24-79-60.