საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

image
logo

ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფა - 2024 წელი

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფა - 2024 წელი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური

დაცვის სამინისტროს

 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფა ქვეპროგრამის შესრულებაში მონაწილეობის მსურველ პირთათვის

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (ქ. ბათუმი, აკად. მ. კომახიძის ქ. №119) აცნობებს ყველა დაინტერესებულ პირს:

1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებულია ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფა.

2. ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფა ქვეპროგრამის მიზანია ხანდაზმული (ქალები - 60 წლიდან, მამაკაცები - 65 წლიდან) ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტების უზრუნველყოფა თავშესაფრით. პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიწოდება ხორციელდება სოციალური ვაუჩერის საშუალებით.

3.   მომსახურების გაწევის ვადაა 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.

4. ქვეპროგრამის მოსარგებლედ განისაზღვრება საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.      

5. ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის შესრულებაში მონაწილეობის მსურველმა პირებმა გთხოვთ, მოგვმართოთ მისამართზე: ქ. ბათუმი, აკად. მ. კომახიძის ქ. №119,  მეორე სართული, ოთახი №9.

6. დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

ა) წერილობითი განაცხადი ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის განხორციელებაში მონაწილეობის მიღების სურვილის თაობაზე;

ბ) მონაწილეობის მსურველი პირის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონის ნომერი, ფაქსი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები);

გ) გასაწევი  მომსახურების პაკეტის დეტალური აღწერა (სავარაუდო შვიდდღიანი მენიუ, ინფორმაცია ბენეფიციართა სამედიცინო და ფსიქოლოგიური მომსახურების შესახებ და სხვა), „ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების შესრულების, აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ანაზღაურების წესის” შესაბამისად განსაზღვრული პირობებით;

დ) მომსახურების განხორციელების ადგილის მისამართი, შენობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. მომსახურების მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს სასადილოს, საძინებლის, დასასვენებელი და სველი წერტილების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და აუცილებელი ინვენტარი (წარმოდგენილი იქნას ფოტომასალა, მიმწოდებლის მიერ ბეჭდით დამოწმებული);

ე) ინფორმაცია პერსონალის კვალიფიკაციის და სერთიფიცირების თაობაზე;

ვ) ინფორმაცია საქმიანობის ნებართვის/ლიცენზიის შესახებ (თუ ამას ითვალისწინებს საქმიანობა).

„ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო  ღონისძიებების, ფასებისა და შესრულების წესის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია სამინისტროს ვებ-გვერდზე www.ajara.gov.ge.

დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ მისამართზე: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ქ. ბათუმი, აკად. მ. კომახიძის ქ. №119, მეორე სართული, ოთახი №29. ტელეფონი: 0422 24-79-60.