საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

image
logo

ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფა - განცხადება (2021)

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფა - განცხადება (2021)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფა პროგრამის შესრულებაში მონაწილეობის მსურველ პირთათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (ქ. ბათუმი, აკად. მ. კომახიძის ქ. №119) აცნობებს ყველა დაინტერესებულ პირს: 1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებულია ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფა. 2. ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფა პროგრამის მიზანია ხანდაზმული (ქალები - 60 წლიდან, მამაკაცები - 65 წლიდან) ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტების უზრუნველყოფა თავშესაფრით. პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიწოდება ხორციელდება სოციალური ვაუჩერის საშუალებით. 3. მომსახურების გაწევის ვადაა 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი. 4. პროგრამის მოსარგებლედ განისაზღვრება საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. 5. ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამის შესრულებაში მონაწილეობის მსურველმა პირებმა გთხოვთ, მოგვმართოთ მისამართზე: ქ. ბათუმი, აკად. მ. კომახიძის ქ. №119, მეორე სართული, ოთახი №9. 6. დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები: ა) წერილობითი განაცხადი ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობის მიღების სურვილის თაობაზე; ბ) მონაწილეობის მსურველი პირის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონის ნომერი, ფაქსი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები); გ) გასაწევი მომსახურების პაკეტის დეტალური აღწერა (სავარაუდო შვიდდღიანი მენიუ, ინფორმაცია ბენეფიციართა სამედიცინო და ფსიქოლოგიური მომსახურების შესახებ და სხვა), „ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამის ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების შესრულების, აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ანაზღაურების წესის” შესაბამისად განსაზღვრული პირობებით; დ) მომსახურების განხორციელების ადგილის მისამართი, შენობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. მომსახურების მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს სასადილოს, საძინებლის, დასასვენებელი და სველი წერტილების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და აუცილებელი ინვენტარი (წარმოდგენილი იქნას ფოტომასალა, მიმწოდებლის მიერ ბეჭდით დამოწმებული); ე) ინფორმაცია პერსონალის კვალიფიკაციის და სერთიფიცირების თაობაზე; ვ) ინფორმაცია საქმიანობის ნებართვის/ლიცენზიის შესახებ (თუ ამას ითვალისწინებს საქმიანობა). „ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფის“ პროგრამით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო ღონისძიებების, ფასებისა და შესრულების წესის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია სამინისტროს ვებგვერდზე www.ajara.gov.ge. დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ მისამართზე: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ქ. ბათუმი, აკად. მ. კომახიძის ქ. №119, მეორე სართული, ოთახი №1. ტელეფონი: 24-79-64.