ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო


ფსიქიკური აშლილობის მქონე შშმ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფა - 2024 წელი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
ფსიქიკური აშლილობის მქონე შშმ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფა ქვეპროგრამის შესრულებაში მონაწილეობის მსურველ პირთათვის
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (ქ. ბათუმი, აკად. მ. კომახიძის ქ. №119) აცნობებს ყველა
დაინტერესებულ პირს:
1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებულია ფსიქიკური აშლილობის მქონე შშმ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფა.
2. „ფსიქიკური აშლილობის მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის შშმ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფა“ ქვეპროგრამის მიზანია ფსიქიკური აშლილობის მქონე შშმ პირთა სოციალური მხარდაჭერა და თემში ინტეგრაციის ხელშეწყობა. ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიწოდება ხორციელდება სოციალური ვაუჩერის საშუალებით.
3. მომსახურების გაწევის ვადაა 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.
4. ქვეპროგრამის მოსარგებლედ განისაზღვრება საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე (წყვეტილობის არსებობის შემთხვევაში, პირი არ უნდა იყოს რეგისტრირებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ტერიტორიის გარეთ).
5. ფსიქიკური აშლილობის მქონე შშმ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფა ქვეპროგრამის შესრულებაში მონაწილეობის მსურველმა პირებმა გთხოვთ, მოგვმართოთ მისამართზე: ქ. ბათუმი, აკად. მ. კომახიძის ქ. №119, მეორე სართული, ოთახი №9.
6. დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ა) წერილობითი განაცხადი ფსიქიკური აშლილობის მქონე შშმ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფა ქვეპროგრამის განხორციელებაში მონაწილეობის მიღების სურვილის თაობაზე;
ბ) მონაწილეობის მსურველი პირის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონის ნომერი, ფაქსი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები);
გ) გასაწევი მომსახურების პაკეტის დეტალური აღწერა (სავარაუდო შვიდდღიანი მენიუ, ინფორმაცია ბენეფიციართა სამედიცინო და ფსიქოლოგიური მომსახურების შესახებ და სხვა), ფსიქიკური აშლილობის მქონე შშმ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფა ქვეპროგრამის ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების შესრულების, აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ანაზღაურების წესის შესაბამისად განსაზღვრული პირობებით;
დ) მომსახურების განხორციელების ადგილის მისამართი, შენობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. მომსახურების მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს სასადილოს, საძინებლის, დასასვენებელი და სველი წერტილების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და აუცილებელი ინვენტარი (წარმოდგენილი იქნას ფოტომასალა, მიმწოდებლის მიერ ბეჭდით დამოწმებული);
ე) ინფორმაცია პერსონალის კვალიფიკაციის და სერთიფიცირების თაობაზე;
ვ) ინფორმაცია საქმიანობის ნებართვის/ლიცენზიის შესახებ (თუ ამას ითვალისწინებს საქმიანობა).
„ფსიქიკური აშლილობის მქონე შშმ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფა“ ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების, ტარიფისა და შესრულების წესის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია სამინისტროს ვებ-გვერდზე www.ajara.gov.ge.
დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ მისამართზე: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ქ. ბათუმი, აკად. მ. კომახიძის ქ. №119, მეორე სართული, ოთახი №29. ტელეფონი: 04 22 24-79-60.