ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო


სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო
სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო შეიქმნა აჭარის ა.რ. მთავრობის 2011 წლის 13 სექტემბრის N43 დადგენილებით და ის წარმოადგენს ერთადერთ სახელმწიფო დაწესებულებას რეგიონში, რომელიც აწარმოებს საშუამავლო საქმიანობას დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის. სსიპ აჭარის ა.რ. დასაქმების სააგენტოს მთავარ მიზანს წარმოადგენს დასაქმება და დასაქმების ხელშეწყობა აჭარის რეგიონში.
რეგიონის მასშტაბით სააგენტოს ქსელში მუშაობს კვალიფიციური და მომზადებული პერსონალი, შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და დინამიკის, კარიერის დაგეგმვისა და დასაქმებაზე კონსულტაციის საკითხებში. ცენტრს გააჩნია ,,მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კონსულტაციისა და დასაქმების პროექტის’’ მიერ შემუშავებული კომპიუტერული მონაცემთა ბაზა სამუშაოს მაძიებელთა და არსებული ვაკანსიების დასარეგისტრირებლად. შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა საშუალებას იძლევა მოთხოვნილი ვაკანსიის მიხედვით მოიძებნოს შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის მქონე სამუშაოს მაძიებელი პირი. მონაცემთა ბაზაში დარეგისტირება და კარიერის დაგეგმვის საკითხებზე კონსულტაციის მიღება შეუძლია ნებისმიერ პირს უსასყიდლოდ.
დამსაქმებელთან (ორგანიზაციებთან) თანამშრომლობა სამუშაოს მოძიებაზე, დასაქმების სააგენტოს წარმატების ძირითადი წინაპირობაა. დამსაქმებელს შეუძლია დაზოგოს მნიშვნელოვანი დრო და რესურსი სასურველი პერსონალის დაქირავებისას. ორგანიზაციებს შეუძლიათ მოგვაწოდონ ვაკანსიები ( ტელეფონით, ელ-ფოსტით ან ონლაინ რეჯიმში), რის საპასუხოდაც ჩვენი კვალიფიკაციური პერსონალი უზრუნველჰყოფს ვაკანსიის შესაფერისი კადრების ოპერატიულად შერჩევას მონაცემთა ბაზიდან და დამსაქმებლისათვის მიწოდებას. დამსაქმებლები თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას კონკრეტულ სამუშაოს მაძიებელთან გასაუბრების თაობაზე. ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში დამსაქმებელი იღებს ისეთ კადრს, რომელიც აკმაყოფილებს განცხადებულ ვაკანსიაში მითითებულ მოთხოვნებს.
მისამართი: ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის ქ. 70/72
ვებ–გვერდი: https://jobs.hrajara.gov.ge/
ტელეფონი: +995 422 24 78 80, +995 422 24 78 81, +995 422 24 78 83, +995 422 24 78 84