ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო


სმენაპროთეზირებულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაცია 2024 წელი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სმენაპროთეზირებულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაცია ქვეპროგრამის
შესრულებაში მონაწილეობის
მსურველ პირთათვის
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (ქ. ბათუმი, აკად. მ. კომახიძის ქ. №119) აცნობებს ყველა დაინტერესებულ პირს:
1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებულია ქვეპროგრამა „სმენაპროთეზირებულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაცია“.
2. სმენაპროთეზირებულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაცია ქვეპროგრამის მიზანია სმენაპროთეზირებული ბავშვების უზრუნველყოფა მათ საჭიროებებზე მორგებული სარეაბილიტაციო მომსახურების კურსებით. ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიწოდება ხორციელდება სოციალური ვაუჩერის საშუალებით. ქვეპროგრამის მოსარგებლეს აქვს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მომსახურების მიმწოდებლებს შორის.
3. მომსახურების გაწევის ვადაა 2024 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.
4. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის მომენტში, გარდა ქ. ბათუმში რეგისტრირებული მოქალაქეებისა. ამასთანავე, ერთ-ერთი მშობელი მაინც რეგისტრირებულია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის მომენტში.
5. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს მიეკუთვნება 10 წლის ასაკამდე სხვადასხვა ხარისხის სმენადაქვეითებული სმენაპროთეზირებული (სმენის აპარატი, კოხლეარული იმპლანტი) ბავშვები.
6. სმენაპროთეზირებულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაცია ქვეპროგრამის შესრულებაში მონაწილეობის მსურველმა სამედიცინო დაწესებულებებმა გთხოვთ, მოგვმართოთ მისამართზე: ქ. ბათუმი, აკად. მ. კომახიძის ქ. №119, მეორე სართული, ოთახი №9, ტელ.: (0422) 24-79-62.
7. დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ა) წერილობითი განაცხადი სმენაპროთეზირებულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაცია ქვეპროგრამის განხორციელებაში მონაწილეობის მიღების სურვილის თაობაზე;
ბ) მონაწილეობის მსურველი პირის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონის ნომერი, ფაქსი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები);
გ) ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების ტარიფები;
დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული სამედიცინო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი - ინფორმაცია პერსონალის კვალიფიკაციის და სერთიფიცირების თაობაზე.
სმენაპროთეზირებულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაცია ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების ფასებისა და შესრულების წესის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია სამინისტროს ვებ-გვერდზე www.molhs.gov.ge
დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ მისამართზე: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ქ. ბათუმი, აკად. მ. კომახიძის ქ. №119, მეორე სართული, ოთახი №29. ტელეფონი: (0244) 24-79-60.