ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო


სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფა - 2024 წელი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის შესრულებაში მონაწილეობის მსურველ პირთათვის
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (ქ. ბათუმი, აკად. მ. კომახიძის ქ. №119)
აცნობებს ყველა დაინტერესებულ პირს:
1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებულია ქვეპროგრამა „სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფა“.
2. „სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფა“ - ქვეპროგრამის მიზანია სმენადაქვეითებულ პირთა ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაციის ამაღლება ქვეპროგრამით გათვალისწინებული დამხმარე საშულებების გადაცემის გზით. ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიწოდება ხორციელდება სოციალური ვაუჩერის საშუალებით. ქვეპროგრამის მოსარგებლეს აქვს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა საქონლის მიმწოდებლებს შორის.
3. მომსახურების გაწევის ვადაა 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.
4. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
5. სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის შესრულებაში მონაწილეობის მსურველმა პირებმა საქონლის მიწოდებამდე გთხოვთ, მოგვმართოთ მისამართზე: ქ.ბათუმი, აკად. მ. კომახიძის ქ. №119, მეორე სართული, ოთახი №9.
6. დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ა) წერილობითი განაცხადი სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის განხორციელებაში მონაწილეობის მიღების სურვილის თაობაზე;
ბ) მონაწილეობის მსურველი პირის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონის ნომერი, ფაქსი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები);
გ) ქვეპროგრამით გათვალისწინებული დამხმარე საშუალებების (სმენის აპარატებისა და კოხლეარული იმპლანტის პროცესორის) დეტალური აღწერილობა (ტექნიკური მახასიათებლები), მწარმოებელი ქვეყანა და ინფორმაცია ღირებულების შესახებ;
დ) ექიმის/ექიმების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული სამედიცინო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ე) მომსახურების განხორციელების ადგილის მისამართი.
სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის გათვალისწინებული ღონისძიებების, ფასებისა და შესრულების წესის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია სამინისტროს ვებ-გვერდზე www.ajara.gov.ge.
დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ მისამართზე: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ქ. ბათუმი, აკად. მ. კომახიძის ქ. №119, მეორე სართული, ოთახი №29. ტელეფონი: (0422) 24-79-60.