საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

image
logo
ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
აჭარის მთავრობა ხანძრით და სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება
image

აჭარის მთავრობა ხანძრით და სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება

აჭარის მთავრობა ხანძრით და სტიქიით დაზარალებულ 194 ოჯახს 1 მილიონ 704 609 ლარით დაეხმარება

საკითხთან დაკავშირებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე იმსჯელეს, რომელსაც მინისტრი, ნინო ნიჟარაძე უძღვებოდა.

ხანძრის შედეგად დაზარალებული 23 და სტიქიის შედეგად დაზარალებული 171 ოჯახის დასახმარებლად რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან, ჯამში 1 მილიონ 704 609 ლარი გამოიყოფა, კომისიის რეკომენდაცია ხელმოსაწერად უახლოეს დღეებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს გადაეგზავნება.

ფინანსურ დახმარებას რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში დაზარალებული ოჯახები მიიღებენ:

- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი - ხანძრის შედეგად დაზარალებული 6 ოჯახი, 55 072 ლარი
- ქობულეთის მუნიციპალიტეტი - ხანძრის და სტიქიის შედეგად დაზარალებული 85 ოჯახი, 483 318 ლარი
- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი - ხანძრის და სტიქიის შედეგად დაზარალებული 12 ოჯახი, 178 044 ლარი
- ქედის მუნიციპალიტეტი - ხანძრის და სტიქიის შედეგად დაზარალებული 24 ოჯახი, 207 676 ლარი
- შუახევის მუნიციპალიტეტი - ხანძრის და სტიქიის შედეგად დაზარალებული 31 ოჯახი, 408 227 ლარი
- ხულოს მუნიციპალიტეტი - სტიქიის შედეგად დაზარალებული 36 ოჯახი, 372 272 ლარი.

2024 წელს, ამავე კატეგორიის ოჯახებს, საცხოვრებლი სახლების აღდგენა/რეაბილიტაციისთვის აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გაეწიათ ფინანსური დახმარება 4 მილიონ 475 768 ლარის ოდენობით.