საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

image
logo
ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევის პროგრამა
image

ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევის პროგრამა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ,,ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევის პროგრამის" მოსარგებლეები არიან:

🔘 ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” რეგისტრირებული 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტები;
🔘 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები;
🔘 ომის ვეტერანები;
🔘 ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები, დაღუპულთა ოჯახის წევრები (დედა, მამა, მეუღლე, შვილი);
🔘 მრავალშვილიანი (18 წლამდე ასაკის 4 და მეტი შვილი ან/და ნაშვილები) ოჯახის წევრები;
🔘 პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირები;
🔘 უსახლკაროთა თავშესაფარის კონტიგენტი;
🔘 უსახლკაროები;
🔘 მარტოხელა მშობელი და მისი არასრულწლოვანი შვილები;
🔘 ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლი პირები;
🔘 საოჯახო ტიპის საცხოვრებელ სახლში მცხოვრები, სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი 0 დან-18 წლამდე ასაკის ბავშვები;
🔘 ასაკობრივი და მიზნობრივი ჯგუფი: 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები, ასაკით პენსიონერები.

◼️ დაფინანსება ხორციელდება პროგრამის შესრულების წესით გათვალისწინებული პროპორციების დაცვით, სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით, არაუმეტეს პროგრამაში გათვალისწინებული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევის ღირებულებისა.

🔲 პროგრამის ბიუჯეტი: 2 მილიონ 500 000 ლარი.