საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

image
logo

ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება - 2023 წელი

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება - 2023 წელი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ  

ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების  ქვეპროგრამის შესრულებაში მონაწილეობის მსურველ პირთათვის

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (ქ. ბათუმი, აკად. მ. კომახიძის ქ. №119) აცნობებს ყველა დაინტერესებულ პირს:

 

1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებულია ქვეპროგრამა ,,ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებ".

 

2. ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების ქვეპროგრამის მიზანია ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლებისათვის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის გეგმიური ქირურგიული სამედიცინო მომსახურების თანაგადახდის დაფარვა DRG მეთოდით განსაზღვრული საბაზისო ღირებულების ფარგლებში.

ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების  მიწოდება ხორციელდება სამედიცინო ვაუჩერის საშუალებით. ქვეპროგრამის მოსარგებლეს აქვს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებს შორის.

 

3. სამედიცინო მომსახურების გაწევის ვადა 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.

 

4. ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების ქვეპროგრამი სარგებლობის უფლება ენიჭებათ 2023 წლის 1 იანვრის დგომარეობითა და  ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე უწყვეტად  რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს (წყვეტილობის არსებობის შემთხვევაში, პირი არ უნდა იყოს რეგისტრირებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ტერიტორიის გარეთ).

 

ქვეპროგრამის  ბენეფიციარებს წარმოადგენენ:

- შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები;

-მოქალაქეები  რომლებიც რეგისტრირებულნი არიან  „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“  150 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით; 

 - ასაკით პენსიონერები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან  „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“   200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით;

- 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთა ოჯახები   რეგისტრირებულნი არიან  „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით; 

-  უსახლკაროთა თავშესაფარის კონტინგენტი;

-  უსახლკაროები;

 

- საოჯახო ტიპის საცხოვრებელ სახლში მცხოვრები, სახელმწიფო მზრუნველობის  ქვეშ მყოფი 0 დან-18 წლამდე ასაკის ბავშვები

 

5. ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების  ქვეპროგრამის განხორციელებაში მონაწილეობის მსურველმა პირებმა გთხოვთ, მოგვმართოთ მისამართზე: ქ. ბათუმი, აკად. მ. კომახიძის ქ№119,  მეორე სართული, ოთახი №9.

 

6. დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

 

ა) წერილობითი განაცხადი ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების  ქვეპროგრამაში მონაწილეობის მიღების სურვილის თაობაზე

 

ბ) მონაწილეობის მსურველი პირის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონის ნომერი, ფაქსი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები);

 

გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული სამედიცინო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების  ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების  და შესრულების წესის შესახებ სრული ინფორმაცია განთავსებულია სამინისტროს ვებ-გვერდზე www.molhs.gov.ge.

დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ მისამართზე: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ქ. ბათუმი, აკად. მ. კომახიძის ქ. №119, მეორე სართული, ოთახი 9. ტელეფონი: 0422 24-79-62