ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო


აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია - 2024 წელი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამის შესრულებაში მონაწილეობის
მსურველ პირთათვის
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (ქ. ბათუმი, აკად. მ. კომახიძის ქ. №119) აცნობებს ყველა დაინტერესებულ პირს:
1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებულია ქვეპროგრამა „აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“.
2. აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამის მიზანია აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა განვითარების სტიმულირება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა. ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიწოდება ხორციელდება სოციალური ვაუჩერის საშუალებით. ქვეპროგრამის მოსარგებლეს აქვს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მომსახურების მიმწოდებლებს შორის.
3. მომსახურების გაწევის ვადაა 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.
4. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის მომენტში რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე, გარდა ქ. ბათუმში რეგისტრირებული მოქალაქეებისა. ამასთანავე, 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის ერთი-ერთი მშობელი მაინც უწყვეტადაა რეგისტრირებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე (წყვეტილობის არსებობის შემთხვევაში, პირი არ უნდა იყოს რეგისტრირებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ტერიტორიის გარეთ).
5. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებს მიეკუთვნება დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) განვითარების ზოგადი აშლილობების (F84.0- F84.9) ჯგუფის დიაგნოზის მქონე 2-დან 18 წლამდე ასაკის ჩათვლით ბავშვები.
6. აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამის შესრულებაში მონაწილეობის მსურველმა სამედიცინო დაწესებულებებმა გთხოვთ, მოგვმართოთ მისამართზე: ქ. ბათუმი, აკად. მ. კომახიძის ქ. №119, მეორე სართული, ოთახი №9.
7. დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ა) წერილობითი განაცხადი აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამის განხორციელებაში მონაწილეობის მიღების სურვილის თაობაზე;
ბ) მონაწილეობის მსურველი პირის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონის ნომერი, ფაქსი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები);
გ) ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების ტარიფები;
დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული სამედიცინო/სოციალური სარეაბილიტაციო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი - ინფორმაცია პერსონალის კვალიფიკაციის და სერთიფიცირების თაობაზე
აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების ფასებისა და შესრულების წესის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია სამინისტროს ვებ-გვერდზე www.ajara.gov.ge
დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ მისამართზე: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ქ. ბათუმი, აკად. მ. კომახიძის ქ. №119, მეორე სართული, ოთახი №29. ტელეფონი: (0422) 24-79-60.