საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

image
logo

დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფა - 2024 წელი

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფა - 2024 წელი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური

დაცვის სამინისტროს

 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

 დედათა და ბავშვთა თავშესაფრით  უზრუნველყოფის ქვეპროგრამის შესრულებაში მონაწილეობის მსურველ პირთათვის

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (ქ. ბათუმი, აკად. მ. კომახიძის ქ. №119) აცნობებს ყველა დაინტერესებულ პირს:

1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებულია ქვეპროგრამა „დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფა“.

2.  დედათა და ბავშვთა თავშესაფრით  უზრუნველყოფის ქვეპროგრამის   მიზანია მოსახლეობის გარკვეული კატეგორიების (სხვადასხვა პრობლემების თანადგომის ქსელის არმქონე  დედები არასრულწლოვან შვილებთან ერთად, თუკი ერთი შვილი მაინც არის  10  წლის  ასაკის; ორსული თანადგომის ქსელის არმქონე ქალები (26 კვირის და მეტი ვადის ორსულობა) უზრუნველყოფა თავშესაფრით. ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიწოდება ხორციელდება სოციალური ვაუჩერის საშუალებით. ქვეპროგრამის მოსარგებლეს აქვს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მომსახურების მიმწოდებლებს შორის.

3.   მომსახურების გაწევის ვადაა 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.

4. ქვეპროგრამის მოსარგებლედ განისაზღვრება საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  ტერიტორიაზე.  

5. დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის შესრულებაში მონაწილეობის მსურველმა პირებმა გთხოვთ, მოგვმართოთ მისამართზე: ქ. ბათუმი, აკად. მ. კომახიძის ქ. №119,  მეორე სართული, ოთახი №9.

6. დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

ა) წერილობითი განაცხადი დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის განხორციელებაში მონაწილეობის მიღების სურვილის თაობაზე;

ბ) მონაწილეობის მსურველი პირის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონის ნომერი, ფაქსი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები);

გ) გასაწევი  მომსახურების პაკეტის დეტალური აღწერა (სავარაუდო შვიდდღიანი მენიუ, ინფორმაცია ბენეფიციართა სამედიცინო და ფსიქოლოგიური მომსახურების შესახებ და სხვა), „დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის  ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების შესრულების, აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ანაზღაურების წესის”  შესაბამისად განსაზღვრული პირობებით;

დ) მომსახურების განხორციელების ადგილის მისამართი, შენობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. მომსახურების მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს სასადილოს, საძინებლის, დასასვენებელი და სველი წერტილების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და აუცილებელი ინვენტარი (წარმოდგენილი იქნას ფოტომასალა, მიმწოდებლის მიერ ბეჭდით დამოწმებული);

ე) ინფორმაცია პერსონალის კვალიფიკაციის და სერთიფიცირების თაობაზე;

ვ)ინფორმაცია საქმიანობის ნებართვის/ლიცენზიის შესახებ (თუ ამას ითვალისწინებს საქმიანობა)

,,დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო  ღონისძიებების, ფასებისა და შესრულების წესის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია სამინისტროს ვებ-გვერდზე www.ajara.gov.ge

დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ მისამართზე: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ქ. ბათუმი, აკად. მ. კომახიძის ქ. №119, მეორე სართული, ოთახი №29. ტელეფონი: 0422 24-79-60.