საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

image
logo

ბავშვთა ადრეული განვითარება - 2024 წელი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის შესრულებაში მონაწილეობის

 მსურველ პირთათვის

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (ქ. ბათუმი, აკად. მ. კომახიძის ქ. №119) აცნობებს ყველა დაინტერესებულ პირს:

1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებულია ქვეპროგრამა “ბავშვთა ადრეული განვითარება“.

2. ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის მიზანია ადრეული ინტერვენციის მომსახურების მიწოდების გზით  განვითარების დარღვევის ან ასეთი რისკის მქონე ბავშვების განვითარების სტიმულირება, სკოლამდელ ან ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვისა და სოციალური ინტეგრაციის  ხელშეწყობა, ბავშვისა და ოჯახის გაძლიერება. ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების  მიწოდება ხორციელდება სოციალური ვაუჩერის საშუალებით. ქვეპროგრამის მოსარგებლეს აქვს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მომსახურების მიმწოდებლებს შორის.

3. მომსახურების გაწევის ვადაა 2024  წლის 1 იანვრიდან 2024  წლის 15 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.

4. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან  აჭარის  ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის მომენტში, გარდა ქ. ბათუში რეგისტრირებული მოქალაქეებისა და არ არიან ჩართული ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამაში. ამასთანავე, ერთ-ერთი მშობელი მაინც რეგისტრირებულია აჭარის  ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის მომენტში (წყვეტილობის არსებობის შემთხვევაში, პირი არ უნდა იყოს რეგისტრირებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ტერიტორიის გარეთ).

5. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს მიეკუთვნება დაბადებიდან 7 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებსაც აქვთ განვითარების ეტაპების დაყოვნება, შეზღუდული შესაძლებლობა ან ამ მხრივ რისკი, რაც დადასტურებულია ქვეპროგრამით გათვალისწინებული ICD-10-დიაგნოზებით (დაუნის სინდრომი, ცერებრული დამბლა,  განვითარების ზოგადი აშლილობა, მეტყველების განვითარების აშლილობა, გონებრივი ჩამორჩენილობა და სხვა).

6. ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის შესრულებაში მონაწილეობის მსურველმა სამედიცინო დაწესებულებებმა გთხოვთ, მოგვმართოთ მისამართზე: ქ. ბათუმი, აკად. მ. კომახიძის ქ. №119,  მეორე სართული, ოთახი №9; ტელეფონი: (0422) 24-79-62.

7. დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

ა) წერილობითი განაცხადი ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის განხორციელებაში მონაწილეობის მიღების სურვილის თაობაზე;

ბ) მონაწილეობის მსურველი პირის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონის ნომერი, ფაქსი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები);

გ) ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების ტარიფები;

დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული  სამედიცინო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი - ინფორმაცია პერსონალის კვალიფიკაციის და სერთიფიცირების თაობაზე.

ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამით  გათვალისწინებული მომსახურების ფასებისა და შესრულების წესის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია სამინისტროს ვებ-გვერდზე www.molhs.gov.ge

 

დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ მისამართზე: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ქ. ბათუმი, აკად. მ. კომახიძის ქ. №119, მეორე სართული, ოთახი №29. ტელეფონი: (0422) 24-79-60.